2018 წელს, თბილისში მოძრავი 180 მუნიციპალური ავტობუსიდან ინსპექტირება 40- მა ავტობუსმა ვერ გაიარა

2018 წელს, სამი თვის განმავლობაში, თბილისში მოძრავი 180 მუნიციპალური ავტობუსიდან, ინსპექტირება ვერ გაიარა 40-მა ავტობუსმა, ტექნიკურად გამართული კი 61 აღმოჩნდა, – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, ავტობუსების დახარვეზების შემდეგ, მძღოლმა ტექნიკური ხარვეზი ერთი თვის ვადაში უნდა გამოასწოროს და განმეორებითი ინსპექტირება გაიაროს.
განმეორებითი ინსპექტირება ერთი თვის ვადაში 27 ავტობუსს უნდა ჩაუტარდეს. მუნიციპალური ავტობუსების გარდა ტექნიკური დათვალიერება თბილისში მოძრავ 656 მიკროავტობუსსაც ჩაუტარდა.
შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 656 -დან ინსპექტირება ვერ გაიარა 165-მა, ხოლო ინსპექტირების მოთხოვნები 491- მა დააკმაყოფლა.
ცნობისათვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 16 მარტს, თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 2017 წელს ჩატარებული კვლევის შედეგია ასახული. აუდიტის დასკვნის თანახმად, 2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143-ს არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები