სოფიო ქაცარავა კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს დემეტრის სილურისს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა, დიმიტრი ცქიტიშვილთან და ზვიად კვაჭანტირაძესთან ერთად, კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს დემეტრის სილურისს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებას, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ხალხთა შორის კავშირების გამყარებას,  ასევე, განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ამ მიმართულებით პარლამენტის როლს.

„მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დონეზე გაძლიერების პერსპექტივას. განვიხილეთ პრაქტიკული და კონკრეტული მიმართულებებით თანამშრომლობის ისეთი საკითხები, როგორიცაა ევროკავშირში ინტეგრაცია და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში გამოცდილების გაზიარება”, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

კვიპროსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე დიმიტრის სილურისი საქართველოს 19-21 მარტს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. სტუმარმა პირველი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე, შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, საქართველოს ვიცე პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები