„რუსთავი 2″-მა უნდა მისცეს ჩვენება, ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია“

  საქართველოს პარლამენტის სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, “რუსთავი 2”-ის საკითხზე გამოძიება მნიშვნელოვანია, თუმცა, ბუნებრივია, ტელეკომპანიასაც აქვს პასუხისმგებლობა, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მისცეს ჩვენება, თუნდაც ვისგან მიიღო ეს ინფორმაცია.
მისი თქმით, ეფექტური გამოძიებისთვის არსებითია, “რუსთავი 2”-მა, როგორც დაზარალებულმა მხარემ, თავისი ვალდებულებები შეასრულოს, რაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით ეკისრება. კობახიძის განმარტებით, მედიას შეუძლია, სამოქალაქო კანონმდებლობით წყარო არ დაასახელოს, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, როგორც დაზარალებული თუ მოწმე, ვალდებულია ყველა ინფორმაცია მისცეს გამოძიებას, რაც მის ხელთ არსებობს. “თუ დამალავს ამ ინფორმაციას, გამოძიება სწრაფი და ეფექტური ვერ იქნება”, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები