„დარწმუნებული ვარ, გამოძიება ძალიან მალე გაარკვევს, თუ რასთან გვაქვს საქმე“
დარწმუნებული ვარ, გამოძიება ძალიან მალე გაარკვევს, თუ რასთან გვაქვს საქმე – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით „რუსთავი 2“- ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ძალიან ადვილი გახდა კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოს დარღვევა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირების მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრობლემის მოსაგვარებლად გადამჭრელი ზომები უნდა იქნას მიღებული.
“ჩვენ ერთი რამ ზუსტად ვიცით, რომ 2 წლის წინანდელ საქართველოში პრაქტიკულად ყველგან ყველაფერი ისმინებოდა. გამოძიების გასარკვევია, ჩვენ გვაქვს შემთხვევა ძველი დროიდან მოყოლებულ პრობლემასთან თუ რამე სხვასთან. დღევანდელი მდგომარეობით, ძალიან ადვილი გახდა კერძო ცხოვრების და პირადი საიდუმლოს დარღვევა როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო პირების მხრიდან. ამიტომ უნდა მივიღოთ გადამჭრელი ზომები საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ დონეზეც, რომ ეს საკითხები ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. დარწმუნებული ვარ, გამოძიება გაარვევს, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა უსუფაშვილმა.