რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, დეფაქტო ცხინვალმა ე.წ.საზღვარი დაკეტა

რუსეთში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების გამო, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტები დროებით დახურა. ამის შესახებ „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის“ პრესსამსახური იუწყება. მათივე ცნობით, ე.წ. საზღვარზე გამშვები პუნქტების მუშაობა 19 მარტის 06:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 8 კანდიდატი იყრის. რუსეთის ტერიტორიაზე სულ 97 ათასი უბანი გაიხსნება კი 400 უბანი საზღვარგარეთ მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები