რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-გარდაბნის გზაზე მოხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.
როგორც „კვირას” შსს-ში განუცხადეს, მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, შედეგად ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები