ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ, ცეცხლსასროლი იარაღით  დაჭრილი ძაღლი, სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, თეიმურაზ წიქორიძის ტრავმირებულ ძაღლთა თავშესაფარში გადაიყვანა.

მიუსაფარი ძაღლი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეში, ქვემო ფონიჭალაში, მიმდინარე წლის 8 მარტს დაჭრეს.  ტრავმირებული ძაღლი ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ვეტერინარულმა პერსონალმა ცხოველს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გაუწია. ძაღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა მის გადასარჩენად ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო.

“დღეს თეიმურაზ წიქორიძის სახელობის თავშესაფარში მოვიყვანეთ 8 მარტს ტრავმირებული ძაღლი, რომელსაც  ოთხსაათიანი ოპერაცია  ჩავუტარეთ და გადავარჩინეთ,  თუმცა სამწუხაროდ, მან ფეხი დაკარგა.  ძაღლი დღეს უკვე  უკვე თბილ და მზრუნველ გარემოშია მოთავსებული. მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, მიბაძონ ბატონ თეიმურაზს ცხოველების მიმართ ჰუმანურ მოპყრობასა და კეთილგანწყობაში, ასევე, ვთხოვ ყველა ორგანიზაციასა და თავშესაფარს, ითანამშრომლონ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთან“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები