თედო ისაკაძე: კალაძემ კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თამჯდომარის თედო ისაკაძის განცხადებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ, ქალაქის არტერიული შემადგენლისა და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების მიმართულებით, კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადადგა.

“ბუნებრივია, გაჩნდა კითხვები: ვინ გადაიბარებს საპარკინგე მეურნეობის ადმინისტრირებას? გაიზრდება თუ არა საჯარიმო ტარიფები? რამდენად ეფექტურად იმოქმედებს ეს ზოგადად სატრანსპორტო გარემოზე? მაგრამ, ამ ლეგიტიმური კითხვების პარალელურად, აშკარად იგრძნობა, რომ მოსახლეობა კეთილგანწყობით შეხვდა მერიის გადაწყვეტილებას.

სხვა, იურიდიული შინაარსის დარღვევებთან შედარებით, რომელიც ხსენებული კომპანიის საქმიანობას პერმანენტულად ახლდა, უფრო მნიშვნელოვანი და მოქალაქეებისთვის გაცილებით სენსიტიური იყო უსამართლობის შეგრძნება, რომელსაც ხსენებული კომპანიის ბიზნესპოლიტიკა იწვევდა.

„სითი პარკი“, მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, იქცა არა სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის სერვისების მიწოდებაზე ორიენტირებული, არამედ ჯარიმებზე და დარიცხულ საურავებზე აწყობილი ბიზნესსუბიექტი და, შესაბამისად, ქვეყნის დედაქალაქში შექმნა აუტანელი ურბანული დისკომფორტი.

ეს გახლავთ თავი და თავი მთელი ამ ისტორიისა.

კიდევ ერთხელ მივესალმები კახი კალაძის მოქალაქეობრივ გამბედაობას და მორიგ წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში!”, – აღნიშნა თედო ისაკაძემ.

თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გუშინ განაცხადა.
პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები