ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხზე გამოძიების დასკვნა გამჭვირვალე იქნება

   საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დარწმუნებულია, რომ “რუსთავი 2”-ის საკითხთან დაკავშირებით გამოძიების დასკვნა ღია და გამჭვირვალე იქნება.
“დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. ვიცით, რომ გამოძიება დაწყებულია, დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნა ღია და გამჭვირვალე იქნება”, – განაცხადა ხადურმა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის ხელმძღვანელობამ გუშინ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული ჩანაწერებია გაკეთებული. როგორც გვარამიამ ინფორმაციის წყაროდ შს სამინისტრო დაასახელა. მისი თქმით, მათ ვიდეომასალა სწორედ ამ უწყებიდან მიაწოდეს.
ტელეკომპანიის განცხადების საფუძველზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები