14 მარტი
11:00 საათზე – ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: პრემიერ-მინისტრის ინიციატივა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით და აფხაზეთის დეფაქტო შს მინისტრის პასუხი; ანატოლი ბიბილოვის განცხადებების შეფასება; ჟენევის ფორმატი; მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
11:30 საათზე – პარლამენტის ყოფილი წევრი, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ანი მიროტაძე, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით, პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565
14 მარტს 18.30 საათზე მრავალფუნქციურ ცენტრ „რესპუბლიკა”-ში (თბილისი, ვარდების მოედანი) პროექტ Check in Georgia-ას დაწყებასთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრიქუმსიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები და იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ენრიკო ბარტოლი. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან პროექტის მონაწილე უწყებების, კომპანიების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები.