ზუგდიდში 3 ადამიანი დაჭრეს – ორს სასწრაფო ოპერაცია უტარდება

ზუგდიდში, სამ ადამიანს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება დაჭრით დასრულდა.
დაჭრილები რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ორს სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
არსებული ინფორმაციით, ორი მათგანი ცივი იარაღით, ერთი კი ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლი დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები