ირაკლი კობახიძე: დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი ჩამოყალიბდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების დაფინანსების ახალ  მოდელზე კონსულტაციები უახლოეს დღეებში დაიწყება.

„ჩვენ ვმუშაობთ ინიციატივაზე. უახლოეს დღეებში დაიწყება ფართო კონსულტაციები და პირველ რიგში საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდება პარტიების დაფინანსების ახალი  მოდელი, რომელსაც დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, ამ სესიის ბოლომდე”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გამართული კონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები