ვლადიმერ ჯანჯღავა: სალაყაიას მიერ გათავისუფლებული ყველა თანამშრომელი უსიტყვოდ იქნება აღდგენილი სამსახურში

კომპანია „ბადაგონის“ ინვესტორი ვლადიმერ ჯანჯღავა საწარმოს ყველა თანამშრომელს მიმართავს, კრიზისიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს და აცხადებს, რომ „ბადაგონი“ დღეს სალაყაიას მმართველობისგან ნამდვილად გადასარჩენია: “ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას, და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“! – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.
„ბადაგონის“ ამჟამინდელმა მმართველმა გიორგი სალაყაიამ რამდენიმე დღის წინ საწარმოს თბილისის ოფისის მუშაობა შეაჩერა და განაცხადა, რომ კომპანია კრიზისული მართვის რეჟიმში გადაიყვანა. მისი მმართველობის ბოლო პერიოდში საწარმომ დაკარგა უმსხვილესი კონტრაქტორი ორგანიზაცია, რომელიც აწარმოებდა „ბადაგონის“ ღვინის ექსპორტს ჩინეთში და ამასთან ერთად, რუსეთის მთავარმა დისტრიბუტორმა უარი განაცხადა კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე.
ვლადიმერ ჯანჯღავა „ბადაგონის“ ყველა თანამშრომელს შექმნილი კრიზისული ვითარებიდან ერთად გამოსვლას სთავაზობს: „სამწუხაროდ, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.
მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზღაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.
ამ დროს კი, ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა… ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა“ – საწარმოს ინვესტორი თხოვნით მიმართავს ყველა თანამშრომელს, რომ არ წამოეგონ სალაყაიას პროვოკაციას და იფიქრონ მომავალზე, ქარხნის გადარჩენაზე: „ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში“, – აცხადებს ვლადიმერ ჯანჯღავა.

ამ წერილის მიზანია, ხალხს ავუხსნათ ის რთული მდგომარეობა და კომპანია “ბადაგონის“ გაკოტრების რეალური საფრთხე, რაც სალაყაიას დირექტორობის პირობებში გარდაუვალია…
მე, ვლადიმერ ჯანჯღავა ვაცხადებ, რომ ქარხანა „ბადაგონი“, რომელიც ავაშენე მამაჩემის ალექსანდრე ჯანჯღავას პატივსაცემად და მისის სახელობისაა, რომელშიც 10 წლის განმავლობაში 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია განვახორციელე, დღეს საფრთხეშია. ტელევიზიებსა და სოციალურ სივრცეში ვუცქერ ყოვლად აღვირახსნილ და უსამართლო კამპანიას ლოზუნგით – „გადაარჩინეთ ბადაგონი“
ვინ უნდა გადაარჩინოს ბადაგონი და ვისგან? ჩემგან, თემურ უბილავასგან თუ საქართველოს ხელისუფლებისგან?!
ამ სამარცხვინო კამპანიის ფარგლებში, ბატონი გიორგი სალაყაია კადრულობს ყველაფერს – ტყუილს, სიყალბეს, ფაქტების დამახინჯებას…
სამწუხაროდ, გიორგი სალაყაია, რომელსაც მე საწარმოს მართვის სრული სადავეები ჩავაბარე, მიმალავდა საქმიანობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას. დღეს არსებული ვითარების ზედაპირული ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ბადაგონში“ უმძიმესი ფინანსური ვითარებაა.
მე ვიცი, რომ ქარხანაში იყო რთული პერიოდები, როდესაც თანამშრომლები ანაზღაურებას დროულად ვერ იღებდნენ. იმის მიუხედავად, რომ საწარმო მოგებიანი არ იყო, მე ვახერხებდი თანხა ყოველთვის გამომენახა და ხელფასები გამესტუმრებინა.
ამ დროს კი, ბატონი სალაყაია არაფერზე ამბობდა უარს, თავს არაფრით იზღუდავდა… ფუფუნებაში ცხოვრობდა, უძრავ ქონებას აგროვებდა და სახლებს იშენებდა…
ახლა კი თანამშრომლებს მოუწოდებს ჩაწერონ ვიდეომიმართვები, სადაც მოითხოვენ „გადამრჩენის“ ხელშეუხებლობას და „ბადაგონის გადარჩენას“.
დიახ, ბადაგონი დღეს ნამდვილად გადასარჩენია და სალაყაიას მმართველობისგანაა გადასარჩენი.
სალაყაიას მოღვაწეობის მიზანი წლების განმავლობაში იყო საწარმოს რეიდერული მითვისების გეგმა. მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, დიდი ოდენობის თანხები იხარჯებოდა წარუმატებელი პროექტების განხორციელებაზე და საწარმო ეწირებოდა მის გაუაზრებელ ფინანსურ პოლიტიკას. სალაყაიას ლიდერის პოზიცია სჭირდება ხელისუფლების დაშანტაჟებისთვის, რასაც ახლა სჩადის და რითიც მთავრობისგან ჩადენილი დანაშაულის ინდულგენციას ითხოვს.
როგორ შეიძლება საქართველოში დარგის ლიდერი იყოს კომპანია, რომელსაც მთელი ამ ხნის არსებობის მანძილზე 18 მილიონ ბოთლ ღვინოზე ნაკლები აქვს გაყიდული? სალაყაია თაღლითობაშია ლიდერი, და არა წარმოებაში.
ბადოგონის ყველა თანამშრომელს სიმშვიდისკენ მოვუწოდებ. ჩვენ ერთად აღვადგენთ სამართლიანობას.
ნუ წამოეგებით სალაყაიასა და მისი თანამზრახველების შანტაჟს. ყველა აქამდე გათავისუფლებული თანამშრომელი ან ისინი, ვისაც სალაყაია ჩვენი სასამართლო განხილვის დროს გაათავისუფლებს, უსიტყვოდ იქნებიან აღდგენილი სამსახურში.
და კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ადასტურებს ჩემს ინტერესს საწარმოს განვითარებაში. ამ დროისთვის „ბადაგონს“ „გრაკოროსთვის“ დარჩენილი აქვს გადასახდელი ვალი – 5 მილიონი დოლარი.
მე გპირდებით, მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, არ ვაპირებ სასამართლოს გზით ვალის დაბრუნებას და არ ვიქნები კომპანიის გაკოტრების მონაწილე.

ჩვენი კრიზისიდან გამოსვლის გეგმა არ გულისხმობს ქარხნის ალყაშემორტყმულ ტერიტორიაზე ცხოვრებას, და ყველას დარწმუნებას, რომ ირგვლივ ყველა მტერია, ხოლო ერთადერთი მხსნელი ბატონი სალაყაიაა. ზუსტად ასე ხდება ახლა. გარწმუნებთ, ყველაფერი სხვაგვარად იქნება.
ჩვენ ერთად გადავარჩენთ „ბადაგონს“!
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები