აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით შიდა ქართლის საჯარო სკოლების მოსწავლეები საინფორმაციო კამპანიას ატარებენ

ივანე ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტი და სურსათის ეროვნული სააგენტო, სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობენ. პროექტის “თსუ დესპანი” ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დამცველებმა, სტუდენტებს მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის ბიოლოგიასა და ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.

თსუ-ის საბავშვო უნივერსიტეტის ეგიდით, შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეები – ახალგაზრდა მკვლევართა კლუბი „რედანი” და ეკოკლუბი „იმედი”, თანატოლების ჩართულობის მიზნით, რეგიონში აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ატარებენ,. ისინი სისტემატურად მართავენ შეხვედრებს, ხვდებიან მოსახლეობასა და საზოგადოებივი თავშეყრის ადგილებში საინფორმაციო მასალებს ავრცელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები