“სითი პარკში” კალაძის გადაწყვეტილება მედიით შეიტყვეს – რას აცხადებენ კომპანიაში

კომპანია „სითი პარკში“ აცხადებენ, რომ თბილისის მერიის დღევანდელ გადაწყვეტილება ტელევიიზიის საშუალებით გაიგეს.
როგორც კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ. თუმცა, ამბობენ, რომ კომპანიის ადმინისტრაცია ისრაელიდან პასუხს ელოდება, რათა ამ საკითხთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ჩამოაყალიბონ.
„ჩვენ მომხდარის შესახებ ტელევიიზით შევიტყვეთ. ამ ეტაპზე კომენტარს ვერ აკეთებს. ველოდებით მერიის გადაწყვეტილების შესახებ ისრაელიდან პასუხს, რათა კომპანიამ საკუთარი პოზიცია შეაჯეროს“ – განუცხადეს “კვირას” კომპანია „სითი პარკში“ .
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერია მიმდინარე წლის 10 აპრილიდან კომპანია „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, დედაქალაქის მერიის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები