ირმა სოხაძე: ნურავინ დაგვაბრალებს, რომ რაღაცას ვიხვეწებით, ან კუდს ვაქიცინებთ
მაქსიმალურად ყველა უნდა ჩავერთოთ, დავინტერესდეთ, ჩვენი წილი მოქალაქეობრივი პოზიცია გამოვხატოთ, – ამის შესახებ მომღერალმა ირმა სოხაძემ “tv პირველის“ ეთერში განაცხადა.
ირმა სოხაძე ერთ-ერთია საქართველოს კულტურის იმ წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე პუტინს წერილი გაუგზავნეს. „შორს ვარ იმ ილუზიისგან, რომ პუტინი ჩვენს ხელმოწერებზე გაგიჟდება და ხვალვე გადმოსცემს ცხედარს ოჯახს და საერთო დაგვანებებს თავს.
არ მჯერა მე ამისი და ეს ილუზიაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამიტომ ყველანი დავდგეთ პოზაში და თუ არ ვაგინებთ, ყოველ შემთხვევაში არ ვეცადოთ დავამყაროთ არანაირი კონტაქტი ამ ქვეყანასთან, რომლისგანაც გვჭირს ამდენი უბედურება. აბა ვის უნდა ვესაუბროთ?! მე არ ვიცი. კი, გასაგებია დასავლეთის იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, ამის იმედი გვაქვს და ისინი გვიმაგრებენ ზურგს მეტწილად, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირად კონტაქტებზე უარი ვთქვათ. ყოველ შემთვევაში, მე ამ წერილში კარგის მეტს ვერაფერს ვხედავ. ტონი არის ძალიან კატეგორიული, წინასწარ უნდა ვთქვა, ნურავინ დაგვაბრალებს რომ რაღაცას ვიხვეწებით ან კუდს ვაქიცინებთ. ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ, მსგავსი ნაბიჯები უფრო ადრეც უნდა გადაგვედგა, მათ შორის ოთხოზორიაზეც – გქონდა დოკუმენტური ფაქტი, რომ ადამიანს თავში ტყვია დააჭედეს”, – განაცხადა ირმა სოხაძემ.