მცხეთის რაიონში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პრევენციული ღონისძიების გატარების შედეგად, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების მორიგი ფაქტი გამოავლინეს.

მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ფიჭვის სახეობის 5 მ3 პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი იყო განთავსებული.

მძღოლმა წარმოადგინა ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც სოციალური ჭრის მიზნით იყო გაცემული და რეგიონის საზღვრებს გარეთ, ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა. შეგახსენებთ, რომ აკრძალულია სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხე-ტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ხე-ტყის დამზადება სოციალური ჭრის წესით.

ავტომანქანა დაილუქა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები