საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქალაქ ქუთაისში ახალგაზრდობის გამზირის მე-3 შესახვევის N5 და N7-ის მიმდებარედ, მდინარე წყალწითელას, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში, მდინარე სტორის და საჩხერის მუნიციპალიტეტში, წყალმომარაგების სათავე ნაგებობასთან მდინარე ყვირილას ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 4 ელეტქრონული ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული მდინარეების ნაპირებზე განვითარებული ეროზიული და მეწყრული პროცესების გამო, აუცილებელი გახდა ნაპირდაცვითი ღონისძიებების გატარება, რაც ტერიტორიის უსაფრთხოებასა და მდინარის კალაპოტის სტაბილურობას უზრუნველყოფს.
ნაპირდაცვითი ღონისძიებების ფარგლებში, საჭიროებისამებრ მოეწყობა გაბიონის კედლები და დიდი ზომის ლოდებისგან ქვანაყარი ბერმა.
ოთხივე პროექტი სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=682165&lang=ge
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=682157&lang=ge
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=682214&lang=ge
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=682230&lang=ge.