აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით რეგიონებში საინფორმაციო შეხვედრები იმართება

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა კახეთის რეგიონში, თელავისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს და რეგიონულ სამსახურებს მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო ხედვა გააცნო და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ასევე, ვრცლად ისაუბრა მავნებლის ბიოლოგიის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, განთავსდება მონიტორინგის სისტემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება მავნებლის გავრცელების იდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ  საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები