რა შეახსენა სიჭინავამ გვარამიას?

   ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ „რუსთავი 2“–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მისი პროკურატურაში მუშაობის დროს „იმედის“ ჟურნალისტების საუბრების ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება გაახსენა. „პოლიტიკის დროში“ სტუმრობისას ნიკა გვარამიას სიჭინავამ კითხვით მიმართა, თუ რის საფუძველზე უსმენდა იმ დროს პროკურატურა ჟურნალისტებს.
„თითოეული საუბარი, როგორ იყო დამაგრებული, მე ახლა ვერ გავიხსენებ, ამის გამო ბოდიშს გიხდით. გეთანხმებით, რომ მიუღებელია ჟურნალისტების მიყურადება და თვალთვალი, თუმცა კანონისმიერად დასაშვებია. ნამდვილად არ მახსოვს დეტალები, თუმცა გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა იმ საქმესთან და ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც მე მომიწია შეხება, გადამოწმებული იყო ამის მოპოვების კანონიერება და ეს მოპოვებული იყო კანონიერი გზებით. ის, რისთვისაც მე ბოდიში მოვიხადე, არ ეხებოდა უკანონო ჩანაწერებს. შემახსენეს 26 000 ფაილი, რისთვისაც მე ბოდიშს არასდროს მოვიხდი, რადგან არავითარი თანამონაწილეობა არ მაქვს და არცერთ უკანონო ჩანაწერში არ მაქვს თანამონაწილეობა. ბოდიში მოვიხადე იმისთვის, რომ ხელი შევუწყვეთ ასეთი ჩანაწერების ტირაჟირებას ფართო მასებისთვის და ინტენსიურად. ვფიქრობ, რომ ეს არასწორი იყო, რაოდენ კანონიერადაც არ უნდა ყოფილიყო მოპოვებული“,– განაცხადა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები