ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს.
შესაბამისი ინფორმაციის შემცველ პოსტს, ფეისბუქის პირად გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი წევრი ოთარ ჩრდილელი ავრცელებს.
„მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობდა: ბიჭებისთვის-თავისუფლების დაბრუნებაში,ქუტაშვილი და პავლიაშვილი თავისუფლებია“ –წერს ჩრდილელი.
არსებული ინფორმაციით, ისინი მცხეთის პოლიციაში იმყოფებიან.