ნანუკა ჟორჟოლიანი: ვინმე დამაჯერებს, რომ სოდის მიერ ადამიანების უფლებები არ ირღვეოდა?

   ერეკლე კოდუას მეუღლემ აღიარა, რომ წლების განმავლობაში სოდი ადამიანის უფლებებს არღვევდა. როგორც ნანუკა ჟორჟოლიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დროში“ აღნიშნა, ის მიამიტი არ არის და მისთვის ძალიან ძნელია იმ ისტორიების მოსმენა, სადაც სოდი ადამიანის უფლებებს არღვევდა.
„არ მინდა ვინმემ იფიქროს, რომ მე ისეთი მიამიტი ადამიანი ვარ, რომ სოდს არ ექნება რაიმე დარღვევა? ან, ამ ქვეყანაზე არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ობიექტურად ითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. არ ვარ 2 წლის და რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის ამის აღიარება და ამასთან შეგუება, დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაზე სადაც 2 ათასი პატიმარი შვიდი წლის განმავლობაში ერთ დეპარტამენტს ჰყავდა, იქ აუცილებლად იქნებიან ადამიანები, რომელთა უფლებებიც დაირღვა, სადაც იყო ძალის გადამეტება. ეს ძალიან კარგად ვიცი და ეს ძალიან რთულია ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მე მომიწევს ისეთი ისტორიების მოსმენა, რომელიც ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება. ამ შემთხვევაში ჩემს ქმართან მიმართებაში და არავის ეგონოს, რომ სოდს არ ექნება ისეთი კონკრეტული ქეისი, სადაც ადამიანები კონკრეტულად სამართლიანად მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. ვინმე დამაჯერებს, რომ 7 წლის განმავლობაში სოდის მიერ ადამიანების უფლებები არ ირღვეოდა? – აღნიშნა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები