ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ახალგაზრდული პროექტის საფინალო ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მხარდაჭერით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ პროექტის – „გახდი პოლიტიკოსი და დაიცავი ადამიანის უფლებები კანონით” დასკვნით ღონისძიებაში.

პროექტი, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული, მიზნად ისახავს მონაწილეთათვის კანონშემოქმედებითი საქმიანობის გაცნობას, მათ წახალისებას, გახდნენ საპარლამენტო საქმიანობის ნაწილი და რაც მთავარია, წვლილი შეიტანონ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესებაში.

პროექტის ყველა მონაწილემ გაიარა სპეციალური მოსამზადებელი ტრენინგკურსი, რის შემდეგაც ისინი ჩაერთნენ კანონშემოქმედებით პროცესში. თითოეულმა გუნდმა შეიმუშავა კანონპროექტი და დღეს, საფინალო ღონისძიებაზე, ჟიურის წინაშე გამოიტანა, როგორც საკანონმდებლო წინადადება.

წარმოდგენილი ოთხი საკანონმდებლო ინიციატივიდან გამარჯვებული გახდა „ფრაქცია პროგრესული მოძრაობა”, პროექტით „ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, პასუხისმგებლობაში მიცემასთან დაკავშირებით”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები