ეკა ბესელია: ზურა ადეიშვილი მწვადის სახლებს აშენებდა

   „შენდება ქვეყანა. ეს პროცესია, თუმცა ისე არ შენდება, როგორც თქვენ ააშენეთ იუსტიციის სახლი“, – ასე მიმართა პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ საკუთარ კოლეგას უმცირესობის მხრიდან, გიორგი ვაშაძეს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „პოლიტიკის დრო“. როგორც ბესელიამ აღნიშნა, საქართველო, როგორც ქვეყანა მშენებლობის პროცესშია. მისი თქმით, მას არ ჰგონია, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის.
„არ მგონია რომ დღეს ქვეყანაში ყველაფერი კარგდ არის. შენდება ქვეყანა. ეს პროცესია, თუმცა ისე არ შენდება, როგორც თქვენ ააშენეთ იუსტიციის სახლი. როგორც კი ქარი დაუქროლებს, იუსტიციის სახლის სახურავი ზემოდან იფრქვევა. ასე არ აშენდება ქვეყანა. იმიტომ, რომ როცა აშენებ და ხალხის ფულს ხარჯავ, ცოტა უფრო პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო სახელმწიფო სტრუქტურა, ვიდრე ამას თქვენ აკეთებდით და მწვადის სახლებში არ ხდება ფულის გადაყრა. ზურა ადეიშვილი კახეთში, მწვადის სახლებს რომ აშენებდა ბიუჯეტის ხარჯზე და თან იუსტიციის მინისტრი რომ იყო, დაგავიწყდათ? ასევე პარლამენტის სერვერი რომ ჰქონდა ადეიშვილს თავის კაბინეტში იუსტიციის სამინისტროში ესეც კარგად გვახსოვს“ – აღნიშნა ეკა ბესელიამ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები