„ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს მშვიდად შეხედავს“

ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება რომელიც ამ ყველაფერს მშვიდად შეხედას – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმცირესობის წევრმა ეკა ბესელიამ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისი თქმით, პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. დაცული უნდა იყოს, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, ან რიგითი მოქალაქეების უფლებები.
„ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს მშვიდად შეხედავს. პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. უნდა იყოს დაცული ჟურნალისტის, პოლიტიკოსის, ან ნებისმიერი რიგითი მოქალაქის უფლებები, არ უნდა ჩაერიოს მასში უკანონოდ არავინ! თუ ხდება ესეთი რამ, რა თქმა უნდა რეაგირება უნდა მოვახდინოთ. თვალს არ დავხუჭავთ არც ჩვენ და არც პრემიერი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები