“პრემიერ-მინისტრი აკეთებს ვაჟკაცურ განცხადებას”

უმრავლესობის დეპუტატი, ლევან კობერიძე მთავრობის მეთაურის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გაბედულს უწოდებს.

“პრემიერ-მინისტრის დღევანდელ მიმართვაზე პოლიტიკოსების გარკვეული ნაწილის რეაქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ველზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი უზნეო პოლიტიკოსია, რომლებისთვისაც ამოსავალი წერტილი საკუთარი პირადი ეგოს დაკმაყოფილებაა.

როდესაც პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი აკეთებს ვაჟკაცურ განცხადებას, რომლის მსგავსაც, თავის დროზე არანაირი ქმედითის გამკეთებელი და ეხლა ჭკუის დამრიგებლური ტონით მოსაუბრე პოლიტიკოსი და ექსპერტი ვერ გაბედავდა და ვერც ეხლა გაბედავს, მე პირადად მხარს ვუჭერ მას და მოსახლეობასაც იგივეს მოვუწოდებ”, – ნათქვამია კობერიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები