“გვაქვს ძალიან მკაფიო თვალთახედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთთან მიმართებით”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მთავრობის მიერ რუსეთის მიმართ აღებულ საგარეო კურსს მშვიდობიანსა და პრაგმატულს უწდებს.

“ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო თვალთახედვა საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით რუსეთთან მიმართებით. ეს ხედვა არის საქართველოში ჩამოყალიბებული 2012 წლიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა, მშვიდობიანი და პრაგმატული. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც აქვს მხარდაჭერა დასავლელი პარტნიორების მხრიდან

ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები დეოკუპაციასთან. თითოეული მოქალაქე არის ერთგული რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რასაც ქვია დასავლური ინტეგრაცია.

დიდი იმედი მაქვს ძალიან აქტიურად იმ პროცესში ჩართული, რომელიც არის დაკავშირებული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან, ასევე ჩვენი ორი მოქალაქის გათავისუფლებასთან და შესაბამისად დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ ეს პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება”, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები