კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი: პრემიერის განცხადება სწორია, რადგან ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხი რუსეთში წყდება

პრემიერის განცხადებას აფასებს კონფლიქტოლოგი, კავასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი. მისი თქმით, ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი არა ცხინვალში, არამედ რუსეთში წყდება.
“ყველა სხვა საკითხი, რაც კონფლიქტებთანაა დაკავშირებული, რუსეთიდან სიგნალის შემთხვევაში ძალიან მარტივად გვარდება. ერთი მხრივ, პრემიერის განცხადება სწორია. კვირიკაშვილმა კარგად იცის, რომ ცხინვალის ამბები წყდება მოსკოვში და შესაბამის ადრესატს მიმართა”, – განაცხადა გიორგი კანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები