გიორგი მარგველაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტმა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან და ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ ვსაუბრობთ იმ სტრატეგიული პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წლიდან, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა.

მე ამ წლების განმავლობაში არ მინახავს ვითარება, სადაც ვინმეს კითხვის ნიშანი დაესვა, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა არ ვითარდება სწორად, ან რომ ამ პოლიტიკის შორს მიმავალი შედეგი არ დადგება.

ეს პოლიტიკა 2013 წელს პარლამენტის დეკლარაციის მიხედვითაა მიღებული და ჩვენ ვმუშაობთ ამ პოლიტიკის ფარგლებში,  – განაცხადა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები