ოთარ გრიგოლია: ბოტანიკური ბაღის ახალი პროექტი თბილისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია

“ბოტანიკური  ბაღის პროექტი ტურისტული და რეკრეაციული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია“,- ასე გამოეხმაურა  ბოტანიკური ბაღის ახალ პროექტს თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია.

მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი გაზრდის ტურისტების რაოდენობას და გამოაცოცხლებს ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიას.

„ბოტანიკური ბაღის და წავკისის წყლის სანაპიროზე მოეწყობა ახალი სათავგადასავლო მარშრუტები, ბაღის მთელ ტერიტორიაზე მოეწყობა ველობილიკები, საფეხმავლო ბილიკები, პარკინგი, რომელიც გააადვილებს მოქალაქეების ადგილზე გადაადგილებას“, – განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

მისივე თქმით, ახალ პროექტს აფინანსებს და თბილისს საჩუქრად გადასცემს ფონდი „ქართუ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები