ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ90-კმ98 (დიზი-ლახამულა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შესაძლებელია  ცალმხრივად.

ადგილზე ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოები რათა, უმოკლეს ვადებში ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის გადაადგილება შეუფერხებლად განხორციელდეს”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები