კახა კალაძე ღამის ეკონომიკის განვითარებაზე განმარტებას აკეთებს

„ღამის ეკონომიკის განვითარება არის კონკრეტული პროექტი და არანაირი საქალაქო სამსახური თბილისის მერიაში არ იქმნება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა კონცეფცია უნდა დაენახათ, როცა პროექტის ხელმძღვანელად ადამიანი გუშინ დავნიშნეთ?! ჯერ იყო, ინტერპრეტეცია გაუგებარი პოლიტიკოსებისგან, რომ თითქოს ვაპირებთ ახალი სამსახურის შექმნას, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და სიცრუე. რაც არ უნდა მოიტყუონ, რაც არ უნდა იცრუონ, რაც არ უნდა გამოიყენონ საკუთარი ტელევიზიები, არაფერი გამოუვათ, რადგან ჩვენ გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია მოსახლეობასთან. ამის უამრავი შესაძლებლობა არსებობს, თუნდაც სოციალური ქსელი და მე საკმაოდ აქტიური ვარ, ხშირად მაქვს კომუნიკაცია ადამიანებთან. გარდა ამისა, ყოველდღიური შეხვედრებიც მაქვს. მოტყუების შესაძლებლობას არავის მივცემთ. არანაირი საქალაქო სამსახურის შექმნაზე არ არის საუბარი, ეს არის კონკრეტული პროექტი, ერთი რიგითი პროექტი, რომელსაც სჭირდება ხელმძღვანელი, როგორც ყველა პროექტს. შესაბამისად, სერგი გვარჯალაძე უხელმძღვანელებს ამ პროექტს და ჩვენ, ჩვენი მხრიდან, რაც მერიამ უნდა გააკეთოს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები