სასწრაფო დახმარების გამოძახების ახალი პროგრამის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება

თბილისის მერის განცხადებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ახალი პროექტის პრეზენტაცია ახლო მომავალში იგეგმება.
„ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ გადავხედავთ სტატისტიკას და ჩავალთ სიღრმეებში, ვნახავთ, რომ სასწრაფო დახმარების გამოძახებები ხშირია, როდესაც ადამიანს თავი სტკივა, ან წნევა აქვს მაღალი და იმის გამო, რომ მანქანები გადატვირთულია, მართლა ვისაც სჭირდება დახმარება, იქ ვერ მიდიან. ამისგან დაზღვეულები რომ ვიყოთ, მოხდება პროგრამის შესყიდვა. ჩვენ რაღაც ახალს არ ვიგონებთ და ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაშია და საუკეთესო მაგალითებს გადმოვიტანთ. უახლოეს მომავალში ამის პრეზენტაციასაც გავაკეთებთ“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერია და 112-ის სამსახური წლის ბოლომდე სპეციალური პროგრამის შესყიდვას გეგმავს, რომლის მეშვეობით მაღალი პრიორიტეტულობის მქონე სასწრაფო სამედიცინო გამოძახების გამორჩევა მოხდება.
აღნიშნული პროგრამის შესყიდვის თაობაზე პარლამენტში 3 დღის წინ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფისა და ჯანდაცვის საკითხთა კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე იმსჯელეს.
ე.წ. დისპეჩერიზაციის პროგრამა 700 000 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები