არჩილ თალაკვაძე: ტატუნაშვილის გადმოსვენებაზე ახალი ინფორმაცია არაა, თუმცა ყველაფერი კეთდება მიზნის მისაღწევად

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებაზე და მისი ცხედრის გადმოსვენების საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ხელოვნურად იქმნება ბარიერი, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ პროცესში აქტიურადაა ჩართული.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადმოეცეს და მოგვეცეს შესაძლებლობა, ჩვენი თანამემამულე ღირსეულად მივაბაროთ მიწას. ამ მომენტისთვის, ამასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა ყველაფერი კეთდება ამ მიზნის მისაღწევად. ხელოვნურად იქმნება ბარიერი ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება“, – აღნიშნა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები