ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი TBC Capital-თან ერთად კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვას გეგმავს

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის” ფარგლებში  კაპიტალის ბაზრის განვითარების შესახებ განხილვას აწყობს. განხილვა 12 მარტს, 13:30 საათზე,  ISET-ის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასება, ასევე, გაიმართება დისკუსია.

ღონისძიებას დაესწრებიან ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები