რას ყვება თვითმკვლელობას გადარჩენილი მოზარდი: თუ თამაშობთ „ლურჯ ვეშაპს“, თავი დაანებეთ (ვიდეო)

17 წლის მოზარდი, რომელმაც გასულ წელს ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სცადა, თანატოლებს მოუწოდებს, რომ თუ ისინი „ლურჯ ვეშაპს“ თამაშობენ, ამ თამაშს თავი დაანებონ.
ამასთან, იგი ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტ-თამაშით იყო დაკავებული.
როგორც 17 წლის მოზარდმა აჭარის ტელევიზიაში გასულ სიუჟეტში აღნიშნა, მან „ლურჯ ვეშაპზე“ ინფორმაცია მედია-საშუალებებით შეიტყო და თამაში ინტერნეტის საშუალებით იპოვა.
რამდენიმე ოპერაციის შედეგად, 17 წლის მოზარდი გადარჩა, თუმცა ამ დრომდე კარგად ვერ მეტყველებს. ამასთან, მას ერთ-ერთი ხელის მოძრაობა უჭირს.
„აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა – არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინ, – აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს იმას ვეტყვი, რომ ამას თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებობ“, – აცხადებს არასრულწლოვანი.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, თუმცა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის.
ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება გასული წლის ბოლოს მიიყენა. ახლობლები მომხდარს ინტერნეტ-თამაშს უკავშირებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები