თბილისში, ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა

თბილისში, დიღმის მასივში მე-8 სართულიდან მოზარდი გადმოვარდა, რის შედეგადაც მრავლობითი დაზიანებები მიიღო.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი ავტოფარეხზე დაეცა.
ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ბიჭი ე.წ. ლურჯ ვეშაპს თამაშობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები