ნიკა გვარამია საგამოძიებო უწყებასთან წყაროს დასახელებას არ აპირებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, „რუსთავი 2“-ში მიმდინარე საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ აღმოჩენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ტელეკომპანიაში ფარული აუდიო-ვიზუალური თვალთვალი ნამდვილად მიმდინარეობდა. მისი თქმით, ამ ეტაპზე პროკურატურასთან და საგამოძიებო უწყებასთან გვარამია წყაროს დასახელებას, თუ ვინ მიაწოდა ფარულ მოწყობილობებთან დაკავშირებით ინფორმაცია, არ აპირებს.
„იმ მტკიცებულებებით, რომელიც აღმოჩენილია უტყუარად დასტურდება, რომ ჩვენს ოთახებში ფარული აუდიო ვიზუალური თვალთვალი მიმდინარეობდა. თუმცა, ყველა დეტალს და საიდუმლოს ამ ეტაპზე ვერ გავამხელ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ .

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები