8 მარტი
10:30 საათზე – ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის დედათა და ბავშვთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ია ხუციშვილი პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ძალადობა ქალებზე და ბოლო სტატისტიკა; მსხვერპლთა თავშესაფარი და არსებული რეალობა.
მისამართი: წერეთლის გამზირი #99, სადარბაზო 3, სართული 1, ბინა 49 (გამოფენის პირდაპირ, „საქართველოს ბანკის“ უკან).
საკონტაქტო ინფორმაცია: 599726565.
12:00 საათზე, თბილისის მერიის, პარასპორტის განვითარების ცენტრისა და თბილისის ქალთა ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდება ტურნირები პარასპორტის სხვადასხვა სახეობაში
მისამართი: პარასპორტის განვითარების ცენტრი; ბელიაშვილის ქ.N5
საკონტაქტო ინფორმაცია: 593 61 66 70-თამარ საგანელიძე
19.00 საათზე, “თი-ბი-სი გალერეაში” ცნობილი ქართველი პიანისტის, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას” ახალგაზრდა მუსიკოსების კონცერტი გაიმართება.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
მარჯანიშვილის 7, თიბისი გალერეა IV სართული