ოზურგეთის ბაზარში აფეთქებისას დაშავებული კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადაყავს

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში აფეთქებისას დაშავებული მამაკაცი, კატასტროფის ბრიგადას, თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაყავს.
როგორც „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, პაციენტმა სახისა და ხელის მტევნების დამწვრობა მიიღო.
ქაშიბაძის თქმით, მას ოზურგეთის საავადმყოფოდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დაზიანებებიდან გამომდინარე, პაციენტს სპეციფიური მკურნალობა სჭირდება.
შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის ბაზარში მდებარე მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზიაში, სავარაუდოდ, თოფის წამალი აალდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. შემთხვევის შედეგად, მაღაზიის გამყიდველი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები