ანატოლი ბიბილოვი: ტატუნაშვილის ცხედრის გადაცემაზე მოთხოვნის ასე მარტივად შესრულება არ შეგვიძლია
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნის მარტივად შესრულება მათ არ შეუძლიათ, რადგან როგორც რუსული მედია ბიბილოვზე დაყრდნობით წერს, ასეა მიღებული მთელ მსოფლიოში.
„ჩვენ გვესმის, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა მიღებულია ევროპაში და ამერიკაში. თქვენ უნდა მოგვცეთ შესაძლებლობა, გავაკეთოთ ყველაფერი კანონიერად. მაგალითისთვის, იგივე საქართველოში სასამართლო, სამედიცინო ექსპერტიზას სულ მცირე, ერთი თვე სჭირდება“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას.
ჟენევის თანათავმჯდომარეები ოკუპირებულ ცხინვალში დღეს დილით ჩავიდნენ.