„წინა ხელისუფლებამ და მათ შორიც მეც სერიოზული შეცდომა დავუშვით“

წინა ხელისუფლებამ და მათ შორიც მეც სერიოზული შეცდომა დავუშვით – ამის შესახებ, ტელეკომპანია „რუსთავი-2“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემა „პოლიტიკის დროში“ განაცხადა. მისივე თქმით, ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებით, ძალიან ბევრს ადამიანს მიადგა როგორც მორალური, ასევე რეპუტაციური ზიანი.
„წინა ხელისუფლებამ და მათ შორიც მეც სერიოზული შეცდომა დავუშვით, რომელიც ძვირად დაუჯდა ხელისუფლებას, ამან მოიტანა სწორედ ის განცდა რომელსაც ჰქვია – “გვისმენენ”. მგონია, რომ ამ მიმართულებით სერიოზული შეცდომები იყო დაშვებული. რაც მთავარია, ჩემი ბოდიშის მთავარი მოტივატორი იყო ი,ს რომ მიუხედავად კანონიერებისა, ამ მტკიცებულებების გამოქვეყნებით მაინც ძალიან ბევრ ადამიანს მიადგა მორალური და რეპუტაციური ზიანი, რაც პირადად ჩემთვის სამწუხაროა“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები