ჩრდილოეთ ოსეთი ამერიკის ჟენევის მოლაპარაკებებიდან გაძევების საკითხის დაყენებას აპირებს

   ამერიკის იზოლაციის საკითხი მთელმა მსოფლიომ უნდა დააყენოს. უკრაინის ტრაგიკული მოვლენებისკენ მთელი მსოფლიოს სერთაშორისო საზოგადოების ყურადღებაა მიპყრობილი. უდავოა, რომ ამერიკას ამ მოვლენებთან პირდაპირი კავშირი აქვს. დაფინანსება, სახელმწიფო გადატრიალება კიევში და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები. ვაშინგტონის და ევროპის ზოგიერთი ქვეყნის პირდაპირი ჩარევა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. ამას თავად ეს ქვეყნებიც აღიარებენ. ასე, მაგალითად, ამერიკის ფინანსთა მინისტრის ექსდამხმარემ პოპ კრეიგ რობერტსმა ამერიკის უშიშროების სამსახური და სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინაში დღეს არსებულ კრიზისში პირდაპირ დაადანაშაულა.
სტატიაში, რომელიც მან The Wall Street Journal-ში დაბეჭდა, რობერტსი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ამერიკის უშიშროების სამსახურის ორგანიზებულია. მისივე თქმით, აშშ და ევროკავშირი თავიდანვე თანამშრომლობდნენ, რათა უკრაინის დამოუკიდებლობა გაენადგურებინათ და ქვეყანა მარიონეტად ექციათ. იყო სხვა ავტორიტეტული ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებიც, რომლებიც, უამრავი ფაქტით ადასტურებენ, რომ უკრაინის მოვლენები ამერიკის, ნატოს წევრების და ევროპული სტრუქტურების მიერ იქნა პროვოცირებული. თავად ამერიკის პრეზიდენტის და სხვა ჩინოვნიკების განცხადებებში ნათლად ჩანს, რომ ამერიკა კიევში მარიონეტული რეჟიმის ინტრონიზაციით არის დაკავებული. აბა, როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ამერიკა და ევროპული სტრუქტურები იანუკოვიჩისგან მოითხოვდნენ, არ გამოეყენებინა ძალა მაიდანზე, ამ დროს კი მხარს უჭერდნენ კიევის ხუნტას.
რუსეთზე ზემოქმედების მიზნით, ამერიკამ ევროპელ მეგობრებთან ერთად, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციები დააწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯონ კერიმ კი განაცხადა: ,,რუსეთმა შესაძლოა, სოჭში სამიტზე დასწრების უფლება დაკარგოს, თუკი სიტუაცია დროულად არ შეიცვლება.“ სანქციებს რუსეთმაც უპასუხა, აუკრძალა რა ზოგიერთ ვაშინგტონელ პოლიტიკოსს რუსეთში ჩასვლა. რუსეთის ე.წ. მოკავშირეები გაჩუმებას ამჯობინებენ. უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყნის მეთაური, მაგალითად ლუკაშენკო, კიევის ხუნტის წარმომადგენლებს ხვდება და მათ მხარდაჭერას აღუთქვამს, ძმობას ეფიცება. მანამდე ბელორუსიაში დიდი პატივით დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. 22 აპრილს ლუკაშენკომ გააკეთა განცხადება, რომ ,,უკრაინის ახალი ხელისუფლება კანონიერია და უკრაინის ფედერალიზაცია ყოვლად დაუშვებელია.
,,ხალხს არ ესმის, რა არის ფედერალიზაცია. მას ასე ბარიკადებზე მყოფი პოვოკატორები ეძახიან“, – ცინიკურად განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა. მან ჩათვალა, რომ ხალხი გაუნათლებელია. ასევე დაუნახავად მოიქცა ლუკაშენკო, როდესაც უარი თქვა, ეღიარებინა ჩრდილო ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, რითიც რუსეთის ინტერესებს დიდი ზიანი მიაყენა, თუმცა ამით ვერც ევროპის და ვერც ამერიკის ნდობა ვერ მოიპოვა. უკრაინის სიტუაციას არც ყაზახეთი და არც შუა აზიის სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა გამოეხმაურა. მხოლოდ ჩინეთმა დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინის საკითხში. მან მიუთითა ამერიკას თავისი ვალები ოქროთი გადაეფარა. თუმცა ჩინეთს, თავისი გავლენიდან გამომდინარე, ჩინეთის ჯარის მიერ საბჭოთა კავშირის ჰიმნის შესრულებაზე მეტის გაკეთება შეეძლო. ასეთ დროს ჩრდილო ოსეთი უბრალოდ ვალდებულია, მხარში ამოუდგეს რუსეთს. მართალია ჩვენი რესპუბლიკა გლობალურ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს, მაგრამ ჩვენი – რუსეთის მიმართ მხარდაჭერა საინფორმაციო სივრცეში უნდა ისმოდეს. საქართველოს მიერ ჩრდილო ოსეთის მიმართ აგრესიის გამოვლენამდე ამერიკა საქართველო – ოსეთის კონფლიქტის დარგულირებაში არ მონაწილეობდა.
ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის მოსვლის შემდეგ ამერიკა ყველა საბაბით ცდილობდა სამშვიდობო პროცესის ინტერნაციონალიზაციას კონფლიქტის ყოფილ ზონაში და სხვადასხვა სამშვიდობოს ჩამოყვანას. უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლიდან ამერიკამ ქართულ ჯარში ასობით მილიონი დოლარი ჩადო. მათ საქართველოში იარაღი, ვერტმფრენები, კავშირგაბმულობის საშუალებები და საბრძოლო ტექნიკა ჩამოჰქონდათ. ნატოს სტანდარტებით აშენდა ორი სამხედრო ბაზა, ამერიკა აფინანსებდა სამხედრო სწავლებებს 2008 წელს. სამხედრო სწავლება 8 ათასმა ადამიანმა გაიარა. ეს კი ნიშნავს, რომ ამერიკა საქართველოს მიზანმიმართულად ამზადებდა ჩრდილო ოსეთში შეჭრისთვის.
საქართველოს და აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობა დღესაც გრძელდება. 2008 წელს, აგვისტოს სამხედრო ოპერაციების დასრულების შემდეგ, ამერიკამ საქართველოს 1 მილიარდი დოლარი გამოუყო სამხედრო პოტენციალის აღსადგენად. 2009 წლის იანვარში საქართველოს და აშშ-ს შორის ,,სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას“ მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც ამერიკამ საკუთარ თავზე აიღო ქართული ჯარის მოდერნიზება და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება. საქართველოში დღემდე რეგულარულად ტარდება ნატოს სწავლებები და ამერიკა დღესაც საქართველოს სამხედრო ტექნიკით, სამხედრო ბაზების მშენებლობით და ჯავშანტექნიკით, სამხედრო ტანსაცმელით და სახსრებით რეგულარულად ეხმარება.
2013 წლის დეკემბერში ობამამ ხელი მოაწერა „თავდაცვის სფეროში დახმარების აქტს“, რომელიც შემდგომშიც ითვალისწინებს დახმარებას საქართველოსთვის. ამ ყველაფერთან ერთად საქართველომ სულ ახლახან ამერიკას შესთავაზა მისი ტერიტორიების გამოყენება ამერიკული სისტემების განთავსებისთვის. აქედან დასკვნა: ამერიკა წინანდებურად აგრძელებს კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას, რომელიც სამომავლოდ საქართველოს კვლავ მისცემს საშუალებას ჩრდილოეთ ოსეთში სამხედრო ინტერვენციის განხორციელებისთვის.
საქართველოს და ამერიკას ჩრდილო ოსეთის ხალხის განადგურება სურთ. საუბარი მიდის ამერიკის მიერ გამოყენებული იარაღის შესახებაც, რომელიც ურანით არის გამდიდრებული. ამბობენ, რომ ამ იარაღის გამოყენების შედეგები მხოლოდ 5 წლის შემდეგ გამოჩნდება. ქართველების აგრესიიდან სწორედ 5 წლის შემდეგ, 2013 წელს ჩრდილო ოსეთში ონკოლოგიური დაავადებების ტალღამ იფეთქა. აქედან გამომდინარე, კეთდება დასკვნა, რომ საქართველომ ჩრდილო ოსეთის წინააღმდეგ ურანი გამოიყენა, რომლითაც ამერიკამ მოამარაგა. ამერიკის დანაშაულებათა გრძელი სიის გათვალისწინებით, როგორც ჩრდილო ოსეთის, ასევე უკრაინელი ხალხის და მთელი კაცობრიობის მიმართ, საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა მიიღოს კომპლექსური ზომები, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საერთაშორისო იზოლაციისა და წნეხის ქვეშ მოექცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები