თამარ ჩუგოშვილი იან კელის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, იან კელისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს ხელისუფლების მიერ მიმდინარე წელს განსახორციელებელ რეფორმებზე, მათ შორის პარლამენტის გაძლიერებაზე.

თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა იან კელის ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის.

„იან კელი, ამ თვის ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში ასრულებს თავის საქმიანობას. საუბარი გვქონდა იმ მნიშვნელოვან რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას წელს აქვს დაგეგმილი, განსაკუთრებით პარლამენტის გაძლიერების კუთხით. ჩვენ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკაშირისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. ზოგადად, საქართველოსთვის ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ჩვენი მთავარი პარტნიორის და მათი ელჩის საქმიანობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები