შს მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილ, აგრეთვე ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის მექანიზმის აწყობა.
შეხვედრაზე ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა თანამშრომლობისთვის და საერთო მიზნების მისაღწევად მზაობა.
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ლონდა თოლორაიამ დამსწრე საზოგადოებას ახლადშექმნილი დეპარტამენტის მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაცია წარუდგინა და დეპარტამენტის გეგმების შესახებ ისაუბრა.
პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიციის საქმიანობაში არსებულ სირთულეებზე ისაუბრეს, რომლებსაც ისინი დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობისას აწყდებიან.
დისკუსიის დასასრულს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ინფორმაციის ინტენსიურად გაცვლასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები