ბათუმში ავტომობილი დაიწვა (ფოტო)

ბათუმში მსუბუქი ავტომობილი დაიწვა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები და სამართალდამცველები. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 – მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. შემთხვევა წუხელ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა გაჩერებისას აალდა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები