„თიბისი გალერეაში“ ალექსანდრე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენა გაიმართება

„თიბისი გალერეა“ და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია  ალექსანდე კოტორაშვილის საიუბილეო გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა „თიბისი გალერეაში“ დღეს, 17:00 საათზე გაიმართება.

ალექსანდე კოტორაშვილმა სპორტულ ფოტოგრაფიაში მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო. მის გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები, რომლებიც ქართული სპორტის ბოლო 60  წლის პერიოდს ასახავს.

გამოფენაზე ასევე გაიმართება ფოტოალბომის „ალექსანდე კოტორაშვილის 100 ფოტოს” პრეზენტაცია და გოგი თორაძის ფილმ „ფოტოკორესპოდენტის” ჩვენება.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები