დააზღვიე და დასაჩუქრდი – “თიბისი დაზღვევა” ავტომობილის დაზღვევის აქციას იწყებს

5 მარტიდან  თიბისი დაზღვევა ახალ აქციას იწყებს, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს დაზღვევის საუკეთესო პირობებით “თიბისი დაზღვევაში” და მიიღოს განსაკუთრებული საჩუქრები: 50 ლიტრი საწვავი ვისოლის პრემიუმ საწვავზე და 100 ლარიანი TAXIFY-ის ვაუჩერი.

ასევე მთელი წლის განმავლობაში დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული ბენეფიტებით:

15 თეთრიანი ფასდაკლებით ვისოლის საწვავზე.

50% ფასდაკლებით რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ, პარტნიორ სამრეცხაოებში.

სასაჩუქრე ნაკრები ორგვარია და განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რა ღირებულებისა არის ავტომობილი:  17 500 ლარზე მეტის, თუ ნაკლების.

აქციაში ჩასართავად და საჩუქრების მისაღებად მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ავტოდაზღვევის სრული ნაკრები, რომელიც მოიცავს: ავტომობილის დაზღვევას, ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას, მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევას.

ავტოდაზღვევის შეძენა შესაძლებელია მთელი საქართველოს მასშტაბით: თიბისი დაზღვევის ფილიალებში. თიბისი ბანკის ფილიალებსა და ვებგვერდზე online.tbcinsurance.ge

საჩუქრებით სარგებლობა მარტივია. Taxify-ის სასაჩუქრე კოდის გამოყენება დაზღვეულებს შეუძლიათ Taxify-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, ხოლო სასაჩუქრე საწვავით სარგებლობა ვისოლის ბენზინგასამართი სადგურების ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება შესაძლებელი.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები