წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

წესი-ურავის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

“ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით წესი-ურავის საავტომობილო გზის კმ4-კმ5 მონაკვეთზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები