უვიზო რეჟიმის შესახებ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში საგარეო უწყება მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა იმერეთის რეგიონში გაიმართება. სამინისტროს თანამშრომლები და საექსპერტო წრეების წარმომადგენლები 2018 წლის 5-6 მარტს ქუთაისს, სამტრედიას, ვანს, თერჯოლას, ტყიბულსა და წყალტუბოს ეწვევიან.
მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, ექპერტების და სამინისტროს წარმომადგნელები, საქართველოს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ გააცნობენ ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებს, და ასევე ისაუბრებენ იმ რისკებზე, რაც დაკავშირებულია, როგორც ამ წესების დარღვევასთან, ასევე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთან.
საინფორმაციო კამპანიის მესამე ტალღის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, 50-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები